Friday, April 24, 2026
Thursday, December 25, 2025
სკოლის თვითშეფასება 2025
2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს სკოლამ https://evaluate.eqe.ge/login პლატფორმაზე განახორციელა თვითშეფასება.
იხ. შესამისობის გეგმა:
https://drive.google.com/file/d/1ztTNt-KG6Rqbm9tx_5gagetREgoj2nsb/view?usp=sharingThursday, November 27, 2025
პროექტი : ,,დემოკრატია იწყება სკოლაში“
სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში ევრასაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი : ,,დემოკრატია იწყება სკოლაში“.
შშმ პირთა საერთაშორისო დღე
სკოლაში 26.11 - 3.12 ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული.
კვირეულის ფარგლებში მოხდა პრეზენტაციებისა და ბუკლეტების მომზადება, კითხვარის მომზადება მშობლებისთვის. ბუკლეტების დარიგება სასკოლო საზოგადოებასა და თემში მათთვის ინკლუზიური განათლების კულტურის მნიშვნელობის გაცნობის მიზნით.
3 დეკემბერს Xე კლასის მოსწავლეების: ნათია შავგულიძის, ანა ბერაძის, ლევან დავლაძისა და სპეციალური განათლების პედაგოგის, თეა თურმანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა პრეზენტაცია. მომხსენებლებმა ისაუბრეს ინკლუზიური განათლების კულტურის მნიშვნელობაზე სასკოლო საზოგადოებასა და თემში.
იხ. მასალები:
https://drive.google.com/drive/folders/1Y9JWqZM85CyWgl-u-cvSTlrRHUFOBRhc?usp=sharing
ღონისძიებების ციკლი ,,20 ნოემბერი ბავშვის უფლებების კონვენციის დღეა”
ღონისძიებების ციკლი „24 ოქტომბერი – გაეროს დღეა“
Friday, August 15, 2025
კვლევა 2025 წლის ივლისი
Monday, June 17, 2024
კვლევა 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს
კვლევა ტარდება მომდევნო სასწავლო წლის სასკოლო კურიკულუმების, ერთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების მიზნით.
კითხვარი ანონიმურია, გთხოვთ შეავსოთ.
კითხვარი მოსწავლისთვის:
Sunday, October 15, 2023
დირექტორობის კანდიდატის პრეზენტაცია
გაეცანით სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატის პრეზენტაციას.
ზემოთ აღნიშნულ სკოლაში მისი სხვადასხვა პოზიციაზე გაწეული მუშაობის შეჯამება და მომავლის გეგმები:
Sunday, September 3, 2023
სკოლის საჭიროებების კვლევა
2023-2024 სასწავლო წელი
სკოლაში ვატარებთ კვლევას სკოლის ფილოსოფიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით.
Sunday, July 30, 2023
კვლევა ,,შეფასება განვითარებისთვის"
სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს ჩატარდა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით, კვლევა მე-4 და მე-6 კლასელთათვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შედეგები საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით შეფასდა.
იხილეთ კვლევის შედეგები:
Wednesday, May 3, 2023
სკოლის ფილოსოფია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია, ხედვა, ღირებულებები
სკოლის მისია
სწრაფად ცვალებადი სამყაროს ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად აღზარდოს ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოაზროვნე, განათლებული, პატრიოტი, ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი და აქტიური მოქალაქე.
სკოლის ხედვა
სკოლის ხედვაა -- ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების
შესაბამისად, განათლების
ხარისხის გაუმჯობესება;
სწავლა-სწავლების
ახალი მეთოდების
დანერგვაზე მუდმივი
ზრუნვა და სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებული სწავლა-სწავლება; ციფრული
ტექნოლოგიების დანერგვა.21-ე საუკუნის
ათასწლეულის გამოწვევების
შესაბამისი განათლების
უზრუნველყოფა.
სკოლის ღირებულებები:
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და
საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
·
გამჭირვალობა: ჩვენი
საქმიანობა, ხედვები
და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია
ყველა დაინტერესებული პირისათვის,
უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
·
მიუკერძოებლობა: ჩვენ
უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ
მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
·
თანამშრომლობა: ჩვენ
ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან
თანამშრომლობისათვის.
კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ
პრობლემების გადაჭრაზე.
·
ობიექტურობა: ჩვენ
მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს.
დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
·
განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე
დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.