პროექტმა - „ციფრული სკოლა – საქართველო“ - თავისი საქმიანობა 2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით აიღო. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
ორწლიანი პროექტი თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. მასში 120 სკოლა და 720 მონაწილე ჩაერთვება. პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მიიღონ ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკის და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება.
პროექტის მიზანი:
ოცდამეერთე საუკუნისთვის დამახასიათებელმა ცხოვრების კომპლექსურობამ და მიმდინარე სოციალურმა ცვლილებებმა უდავოდ დიდი გავლენა იქონია არა მარტო მასწავლებლის პროფესიულ როლზე, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტზე.
სოციოლოგები თვლიან, რომ არსებული ცვლილებების შედეგად მივიღეთ თვისობრივად ახალი საზოგადოება. იმისათვის, რომ ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროს ადვილად მოვერგოთ, მასწავლებლებს გვევალება ვიყოთ უფრო შემოქმედებითები, უნდა შევძლოთ მოქნილად რეაგირება ახალ სიტუაციებში, ვიპოვოთ რთული პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზები.
პედაგოგებს მოგვიწევს მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მოსწავლეებთან ურთიერთობაში და კომუნიკაცია გვქონდეს მათთან, როგორც ემოციურ, ისე კოგნიტურ დონეზე.
თუ ჩვენ, მასწავლებლებმა, მომავალი საზოგადოების წევრები ახლებური სამყაროსათვის უნდა მოვამზადოთ, თავად უნდა შეგვეძლოს ახალ გამოწვევებთან გამკლავება, უნდა შევძლოთ კომპლექსურ და მომთხოვნ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება, რათა გავზარდოთ მომავლის მშენებელი საზოგადოების პოტენციალი.
ასეთ ახალ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის ციფრული ტექნოლოგიები. რომელთა დანერგვითაც სკოლაში:
l მოსწავლეებს ექნებათ სწრაფი უკუკავშირი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით;
l შეძლებენ საკუთარი თავის შეფასებას;
l გააანალიზებენ შეცდომებს და იმუშავებენ საკუთარ თავზე უფრო მეტს;
l მოსწავლის ციფრული ტექნიკა გამოყენებული იქნება სკოლაში, როგორც რესურსი;
l გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;
l მოსწავლეებს ექნებათ მაღალი თვითშეფასება;
l მშობლები მეტად ინფორმირებული იქნებიან შვილის სასკოლო საქმიანობით.
თუ როგორ ინტეგრირდება ჩვენს რეალობაში ესტონურ გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროექტი, ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი, საერთაშორისო ექსპერტი და პროექტ „ციფრული სკოლა- საქართველოს“ ხელმძღვანელი მარტ ლაანპერე გვიამბობს შემდეგს:
იხ. ბმული:
პროექტის ფარგლებში სკოლის ლიდერთა გუნდმა გაიარა ტრენინგები:
ასევე სკოლაში ჩატარდა კვლევა.
იხ. კვლევის ანგარიში ბმულზე:
პროექტის ფარგლებში დამზადებული პოსტერი:
No comments:
Post a Comment