ტრენინგი ,, ციფრული სკოლა''
რეფლექსია
ტრენინგის IV დღე
ტრენინგის IV დღე
25 მაისს, გავიარეთ ტრენინგი ,,ციფრული სკოლა''. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ. ჯგუფებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალებები. ტრენერებმა მოგვცეს შესაბამისი მითითებები. შემდეგ გაგვაცნეს პროექტის დასრულების ვადები და კონკურსის პირობები კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. ასევე გაგვაცნეს შეფასების რუბრიკები.
ამის შემდეგ კი გავეცანით ელექტრონული წიგნის შექმნის ინსტრუქციებს, რამაც ძალიან დაგვაინტერესა. მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ტრენერები დაწვრილებით, დამაჯერებლად გადმოგვცემდნენ ელექტრონული წიგნის შექმნის წესებს. ეს რესურსი ჩვენს მიერ შექმნილ რესურსებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ჩვენ კი ჩვეული ენთუზიაზმით შევუდექით კონკურსის პირობების შესრულებას. ვეცდებით თავი არ შევირცხვინოთ.
მადლობას ვუხდით ტრენერებს საინტერესო დღისთვის;
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.

ტრენინგის III დღე
6 აპრილს დავესწარით ტრენინგს "ციფრული სკოლა საქართველო." ტრენინგის მესამე დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ყველაზე ეფექტური შთაბეჭდილება მოახდინა
ჩვენზე ელექტრონულ
ინსტრუმენტში ,,Plickers“ მუშაობამ. ვფიქრობ რომ მას ნამდვილად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ასევე, საინტერესოდ იქნა მოწოდებული ინფორმაცია tricider- ისა და bitly-ის შესახებ. გავიგეთ ინსტრუმენტების საძიებო სისტემაზე სახელად edshelf.
მადლობა ტრენერებს საინტერესო დღისთვის.
ტრენინგის II დღე
23 მარტს გავიარეთ ტრენინგი ,,ციფრული სკოლა'' ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ. დასაწყისში განვიხილეთ ტრენინგის პირველი დღის საშინაო დავალებები და ვისაუბრეთ შესრულებული სამუშაოების შედეგებზე,გავარჩიეთ პროგრამა ,,selfie"-ში შესრულებული დავალებების შედეგები, შედეგებიდან გამომდინარე გამოვკვეთეთ პრობლემები და დავგეგმეთ შერჩეული პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზები.
განვიხილეთ საკითხები: რას ნიშნავს დიზაინი და აზროვნება,გავეცანით დიზაინის ფაზებს (აღმოჩენა, ინტერპრეტაცია, იდეა, ექსპერიმენტირება და პროექტის განვითარება). სიღრმისეულად შევისწავლეთ აღმოჩენა და მისი ფაზები (1-1 გამოწვევის გააზრება, 1-2 კვლევის მომზადება, 1-3 შტაგონების მიღება.)
განვიხილეთ და დავრეგისტრირდით ელექტრონულ ინსტრუმენ https://dgmirror.emis.ge-ზე შვქმენით სკოლის სახელით ციფრული სარკის ელექტრონული ბაზა.
ასევე განვიხილეთ ელექტრონული ინსტრუმენტი "Taco from Trello".სადაც განვათავსეთ საქაღალდეები რომლებსაც მივანიჭეთ სახელები და გამოვაქვეყნეთ აღნიშნულ გვერდზე.ტრენინგი იყო თანამშრომლობითი, საინტერესო, რამაც განაპირობა მისი წარმატებულად დასრულება.
ტრენინგის I დღე
8 მარტს, გავიარეთ ტრენინგი ,,ციფრული სკოლა''. ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ. გავეცანით პროგრამა kahoot-ს, რომლის დანერგვაც სასწავლო პროცესს სახალისოს და მოტივირებულს გახდის.
შევისწავლეთ ელექტრონული ინსტრუმენტი padlet და მოვახდინეთ მისი გამოყენება კონკრეტული შემთხვევისთვის.
გავეცანით ასევე ელექტრონულ ინსტრუმენტს laplaner-ს და ვისწავლეთ მასზე გაკვეთილის გეგმის აწყობა და შედეგ უკუკავშირის გაკეთება.
ესტონური სკოლის მაგალითზე გავეცანით ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სკოლებში, გამოვთქვით ჩვენი აზრი და დავაფიქსირეთ padlet-ზე.
ბოლოს შევისწავლეთ selfie-ის მოქმედების პრინციპი და ჩავერთეთ selfie-ის კვლევის პროცესში. ტრენინგი იყო თანამშრომლობითი, საინტერესო, რამაც განაპირობა მისი წარმატებულად დასრულება.
No comments:
Post a Comment