Microsoft Showcase School

𝗠𝗶𝗰𝗿𝗼𝘀𝗼𝗳𝘁 𝗦𝗵𝗼𝘄𝗰𝗮𝘀𝗲 𝗦𝗰𝗵𝗼𝗼𝗹 პროგრამისთვის მოსამზადებელ პროექტში ჩართული 10 სკოლიდან ერთ-ერთი სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაა. პროექტი განხორციელდა განათლების სამინისტროს, Microsoft Georgia-სა და მაინდვორქსის თანამშრომლობით. სკოლის გუნდი დაესწრო მაინდვორქსის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებს. რომლის ფარგლებშიც  გავეცანით Microsoft-ის განათლების ტრანსფორმაციის ჩარჩოს (ETF).   Showcase სკოლის რუბრიკის გამოყენებით  გააზრებული იქნა   სკოლის დღევანდელი მდგომარეობა  და დავიწყეთ განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა.

პროგრამის  ფარგლებში სკოლაში ჩატარდა კვლევა  დაფუძნებული Microsoft-ის მიერ შემუშავებული 21-ე საუკუნის სწავლის დიზაინის (21CLD) მეთოდოლოგიაზე. მასწავლებელთა კითხვარების შედეგების შეჯამების  საფუძველზე, შერჩეული იქნა  განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები,  გამოიკვეთა სწავლა-სწავლების რა პრაქტიკები და გამოცდილება არსებობს სკოლაში, დავიწყეთ მუშაობა  სკოლის განვითარების სტრატეგიასა და 2022-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაზე. 

იხ. კვლევის შედეგები:

 

მასწავლებლების კითხვარი

 

ხელმძღვანელების კითხვარი 

 

სკოლამ გამოკვეთა ორი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება და მოახდინა ამ მიმართულებით პრობლემების იდენტიფიცირება. სკოლის  შიგნით მოხდა, კითხვარის საფუძველზე, იდეების შეგროვება და გენერირება. კითხვარის შედგენისას ყურადღება გამახვილებული იყო იდეების განსახორციელებლად ტექნოლოგიების გამოყენებაზე. შეიქმნა სკოლის სავარაუდო სამოქმედო გეგმა.

როგორც Showcase სკოლის პროგრამა მოითხოვდა, მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით მოხდა მასწავლებელთა ჩართვა  ტრენინგზე ,,21-ე საუკუნის სწავლის დიზაინი“.  კურსი იყო პრაქტიკული, შესრულებული დავალებებისა და შევსებული კითხვარებით  მიღებული ცოდნის გამოყენებას მასწავლებლები შეძლებენ საკლასო გარემოში. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს საერთაშორისო საგანანმანათლებლო პლატფორმის ბეჯები და სერტიფიკატი.

Showcase School პროგრამისთვის თვით-ნომინირების აპლიკაციის შევსებამდე აუცილებელია, რომ სკოლის მასწავლებლების 2%-ს ჰქონდეს მაიკროსოფტის სერტიფიცირებული მასწვლებლის MCE სერტიფიკატი.   მოხდა მსურველ მასწავლებეთა რეგისტრაცია შესაბამის გამოცდაზე. სკოლის ორი მასწავლებელი ნინო ჭიპაშვილი და თეა ლაბაძე გადავიდნენ კონკურსის ბოლო ეტაპზე. 22 აგვისტოსთვის ელოდებიან საბოლოო შედეგს.

დასასრულს, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტიობა იყო კარგად ორგანიზებული, საინტერესო, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი. მოგვეცა საშუალება გავცნობოდით მაიკროსოფტის ჩარჩოს 21-ე საუკუნის სწავლის დიზაინს დაგვედგინა ჩვენი სკოლის განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობა და დაგვეგეგმა სტრატეგიული მომავალი.

უღრმესი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. 

მასწავლებელმა ნინო ჭიპაშვილმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, კოლეგებს გააცნო მაიკროსოფტის სასწავლო პორტალზე რეგისტრაციისა და მუშაობის წესები.

სკოლის ორმა მასწავლებელმა ნინო ჭიპაშვილი - მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების; თეა ლაბაძემ- ინგლისური ენის, უკვე მიიღეს მაიკროსოფტის ინოვაციური მასწავლებლის ექსპერტის წოდება 2022-2023 სასწავლო წლისთვის. 

იხ. საქაღალდე მასალებით:

https://drive.google.com/drive/folders/1YayejA5gSoKWG2muHpQxKV3ifNS5gr0a?usp=sharing 

 

No comments:

Post a Comment