უკუკავშირის ანალიზი

        ფასილიტაცია გაუწიე უკუკავშირის პროცესს
დავტოვებ
 - მოქნილი სივრცე გამოცდილების მისაღებად;
-გამოცდილების გაზიარებისთვის დაგეგმილი შეხვედრები;
-შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაციისათვის სარეკლამო სტენდის მოწყობა;
-ერთობლივი მუშაობა კოლეგებთან ციფრული ტექნოლოგიების დაუფლების მიზნით;
-საგანმანათლებლო ციფრული რესურსების გაზიარება და მეთოდური რჩევების დართვა;
-მეზობელი სკოლების წარმომადგენლების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში;
-ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის თანაბარი განაწილება პროცესში ჩართული პირებს შორის.


გავზრდი
 -  ციფრული რესურსების სახეობებსა  და სტრუქტურას, რათა გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა;
-ერთი სასწავლო დისციპლინის ირგვლივ გაერთიანებული მასწავლებლების შეხვედრების რაოდენობას ,რათა ყოველი მათგანის პროფესიონალიზმმა პროგრესი განიცადოს;
- მოსწავლეთა გამოკითხვის სიხშირეს,რათა რეგულარულად დავადგინოთ, რამდენად იზრდება ინტერესი, ან პირიქით--ხომ არ მცირდება;
-მოვიძევთ სპონსორებს, გავზრდით ტექნოლოგიურ საშუალებებს პროცესის შეუფერხებელი მუშაობისათვის.

შევამცირებ/შევწყვეტ

ზემოთ აღნიშნულ აქტივობებს არ შევწყვეტთუფრო მეტიც მომავალ სასწავლო წელს აქტიურად გავაგრძელებთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სკოლაში.

ამ უკუკავშირების საფუძველზე შეგიძლიათ თქვათ, რომ კვლევიდან მიღებული ინფორმაცია, აღმოჩენები და იდეები მართალი იყო?

რეფლექსია
- კვლევის საჭიროებები სწორად დავადგინეთ.ესტონეთის გამოცდილებამ გვიჩვენა,რომ ტექნოლოგიებით სწავლების პროცესი უნდა იყოს უწყვეტი და გახდეს ისეთივე ინტენსიური,როგორიც ჩვენთვის ცარცი და დაფაა.
- თუ პროცესი არ გახდა საყოველთაო,თუ ყველა მასწავლებელმა არ შეისწავლა ამ ტიპის ტექნიკური და მეთოდური საშუალებები,პროცესი ეფექტური არ იქნება; ამიტომაც შევქმენით ჯგუფები კათედრებისა და საგნობრივი ინტერესების მიხედვით და ჩვენივე რესურსებით გავაუმჯობესეთ მათი გამოცდილება;
-ამ მიმართულებით შემდგომში უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებთ,მუდმივად ვიქნებით სიახლეთა დამნერგავი და გამავრცელებელი კოლეგებს შორის;
-სწავლის ხარისხის მონიტორინგმა გვიჩვენა დადებითი ტენდენცია, სწავლის ხარისხი საშუალო და დაბალი მოსწრების მოსწავლეებში საგრძნობლად გაიზარდა.
 უკუკავშირების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი შენი იდეის წარმატებისთვის რა არის? როგორ შეიძლება ამ საპროექტო იდეის განვითარება? ყველაზე მეტად რა მოეწონათ თქვენს პროტოტიპში?

განმეორებითი ციკლი

- მასწავლებლები აგრძელებენ გამოცდილების შეძენასა და გაზიარებას;

- მოსწავლეები მუდმივად არიან ჩართულნი პროცესში და თამამად გამოთქვამენ აზრს ამა თუ იმ რესურსის ეფექტურობის შესახებ;

- უკუკავშირის მეშვეობით მასწავლებლები გეგმავენ და ქმნიან  ახალ რესურსებს;

- მუდმივად განახლებადია ციფრულ რესურსთა სასკოლო ბანკი; ეს გაგრძელდება.


No comments:

Post a Comment