მასწავლებელთა რეფლექსიები


მასწავლებელთა რეფლექსიები (ციტატები), რომლებიც დაწერეს კოლეგებთან სამუშაო  შეხვედრების დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე გავეცანი სასწავლო ელექტრონულ პროგრამას plickers, რომლის საშუალებითაც ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყო ტესტური დავალების შექმნა-შემოწმება. აღნიშნულმა პროგრამამ გამიადვილა შემაჯამებელი დავალების ანალიზი, რადგან თავად პროგრამა ახდენს პროცენტულ დაანგარიშებას და ხელს უწობს დროის მიზნობრივად გამოყენებას“;

 ,,სამუშაო შეხვედრაზე შეძენილი ცოდნა გამოვიყენე გაკვეთილზე.  ტესტები წინასწარ მოვამზადე ვებ. გვერდ kahoot.com-ში თითოეულ კითხვას მივანიჭე ქულა და განვსაზღვრე პასუხისთვის საჭირო გონივრული დრო. მოსწავლეები წინასწარ დავარეგისტრირე ვებ.გვერდ kahoot.it-ში და ეკრანზე გამოჩენილი ციფრების კომბინაციის მობილურ ტელეფონში აკრეფის შემდეგ მოსწავლეები ჩაერთნენ ტესტირების პროცესში. მოსწავლები პასუხობდნენ კითხვებს და იკვეთებოდნენ ლიდერები, ვინ უფრო სწრაფად გასცა პასუხი კითხვებს, ვინ იყო უფრო აქტიური,  პროგრამა  საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მაშინვე გაიგოს  რამდენ კითხვას უპასუხა სწორად და უშუალოდ რომელი კითხვის პასუხი იყო  არასწორი, ე.ი. უკუკავშირი შედგა. ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლემ იცის, რა შედეგს მიაღწია და  რა ქულაზე შეასრულა დავალება.  მასწავლებელს საშუალება ეძლევა მოახდინოს კომენტარით შეფასება. ტესტირება ხალისიანად  წარიმართა“;

 „სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა გადავწყვიტე ჩემი პროფესიული  საჭიროებდან გამომდინარე, რადგან ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა  სასწავლო პროცესში, მიმაჩნია, რომ ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის.  შეხვედრაზე გავეცანი ყველა საჭირო უცხოურ ტერმინოლოგიას, მათი გამოყენებით უფრო გამიმარტივდა ციფრული  ტექნოლოგიების  მართვა“.

,,სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა გადავწყვიტე ჩემი პროფესიული  საჭიროებდან გამომდინარე, რადგან ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა  სასწავლო პროცესში. მიმაჩნია, რომ ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. ამიტომ გადავწყვიტე გავცნობოდი ვირტუალური საკლასო ოთახის edmodo.com გამოყენების ინსტრუქციებს. შევქმენი ჩემი მოსწავლეების კლასი. დავარეგისტრირე მოსწავლეებიც ამ ვებგვერდზე. შევქმენი ელექტრონული რესურსი (ტესტი) შემაჯამებელი დავალებისთვის, რამაც გამიმარტივა სამუშაო. აღარ დამჭირდა დავალების ფურცლებზე ამობეჭდვა. თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაკვეთილზევე გაიგეს თავიანთი ნამუშევრების სისწორე. უფრო მეტიც ამავე გაკვეთილზე მოვასწარით შეცდომების გასწორებაც. მაშინ როცა სხვა დროს ამას ორი გაკვეთილი ჭირდებოდა, რადგან ყველა ბავშვის ნამუშევრის გასწორებას მაშინვე ვერ ვასწრებდი. შედეგები მეორე გაკვეთილისთვის მიმქონდა. შემდეგ ვახდენდით გარჩევას”.

No comments:

Post a Comment