Thursday, December 25, 2025

სკოლის თვითშეფასება 2025

 2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს სკოლამ https://evaluate.eqe.ge/login პლატფორმაზე განახორციელა თვითშეფასება.

    სკოლებმა ყოველწლიური თვითშეფასება უნდა განახორციელონ შემდეგი ელექტრონული პლატფორმის - https://evaluate.eqe.ge/ მეშვეობით.
    თვითშეფასების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები. ისინი ავსებენ კითხვარს ნოემბერ-დეკემბრის თვეებში. კითხვარის შევსების შედეგად გამოიკვეთა, რომ სასკოლო საზოგადოება სკოლის მუშაობას აფასებს სრულყოფილად თითქმის ყველა სტანდარტის მიხედვით. თუმცა არის სტანდარტები, რომელთაც ჩვენი მუშაობა უმეტესწილად შეესაბამება. ვეცდებით მიმდინარე სასწავლო წელს სასწავლო პროცესი ისე დავგეგმოთ, რომ აღნიშნული კრიტერიუმების სრულად შესაბამისი გავხადოთ სკოლის მუშაობა.

იხ. შესამისობის გეგმა:

https://drive.google.com/file/d/1ztTNt-KG6Rqbm9tx_5gagetREgoj2nsb/view?usp=sharing



Thursday, November 27, 2025

პროექტი : ,,დემოკრატია იწყება სკოლაში“

  სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში ევრასაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი : ,,დემოკრატია იწყება სკოლაში“.

პროექტის პორტფოლიო

   

შშმ პირთა საერთაშორისო დღე 

    სკოლაში 26.11 - 3.12 ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული.

    კვირეულის ფარგლებში მოხდა პრეზენტაციებისა და ბუკლეტების მომზადება, კითხვარის მომზადება მშობლებისთვის. ბუკლეტების დარიგება სასკოლო საზოგადოებასა და თემში  მათთვის  ინკლუზიური განათლების კულტურის მნიშვნელობის გაცნობის მიზნით. 

    3 დეკემბერს Xე კლასის მოსწავლეების: ნათია შავგულიძის, ანა ბერაძის, ლევან დავლაძისა და სპეციალური განათლების პედაგოგის, თეა თურმანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა პრეზენტაცია. მომხსენებლებმა ისაუბრეს ინკლუზიური განათლების კულტურის მნიშვნელობაზე სასკოლო საზოგადოებასა და თემში.

იხ. მასალები:

https://drive.google.com/drive/folders/1Y9JWqZM85CyWgl-u-cvSTlrRHUFOBRhc?usp=sharing

ღონისძიებების ციკლი ,,20 ნოემბერი ბავშვის უფლებების კონვენციის დღეა”


2025-2026 სასწავლო წელს, ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო კვირეული თემაზე: ,,20 ნოემბერი ბავშვის უფლებების კონვენციის დღეა” (ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი რუსუდან ჩინჩალაძე ).
კვირეულის ფარგლებში 20 ნოემბერს Xე კლასის მოსწავლეებმა(კლასის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი) - ნინო მაღლაკელიძემ და თათია მაღლაკელიძემ - IX ბ კლასში ( კლასის ხელმძღვანელი სოფო ქოჩიაშვილი) საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია ბავშვთა უფლებების კონვენციაზე და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებებს იცავს. ასევე ისაუბრეს ბავშვთა უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. იმისათვის, რომ თემა უფრო გასაგები და თვალსაჩინო გამხდარიყო, კლასში განხორციელდა საინტერესო აქტივობა: გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეებს დაურიგდათ სხვადასხვა სიტუაციური მაგალითები, რომელშიც უნდა ამოეცნოთ რამდენად იყო დარღვეული ბავშვთა უფლებები და როგორ შეძლებდნენ პრობლემების მოგვარებას. დაეკონკრეტებინათ, რომელი უფლება დაირღვა.
მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერვთნენ პროცესში – ერთად მუშაობდნენ, მსჯელობდნენ, აზრებს იზიარებდნენ და გუნდურად ცდილობდნენ პასუხების მოძებნას.



კვირეულის ფარგლებში 19 ნოემბერს Xე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი): დიანა არევაძემ, ანა საყვარელიძემ და ქრისტინე აბულაძემ IVბ კლასში ( კლასის ხელმძღვანელი სოფო კოპაძე) საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. ღონისძიების ხელ. სამოქალაქო განათლების პედაგოგი რუსუდან ჩინჩალაძე და მე და საზოგადოების პედაგოგი მანანა ბერაძე.
უფროსკლასელებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები, სადაც ბავშვებს კიდევ ერთხელ გააცნეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. პრეზენტაციის შემდეგ პატარებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობებში, რომლებიც ადაპტირებული იყო მათ შესაძლებლობებსა და ცოდნაზე. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, გამოხატეს საკუთარი აზრი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსკლასელებისთვისაც.

კვირეულის ფარგლებში 19 ნოემბერს X ე კლასის მოსწავლემ, მარიამ ქასრაშვილმა IV გ ( კლასის ხელმძღვანელი მანანა ბერაძე) კლასში წარადგინა პრეზენტაცია
ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციის შესახებ. ბავშვები გაეცნენ საინტერესო სიტუაციურ მაგალითებს, რომლებიც ბავშვთა უფლებებს წარმოაჩენდა. მოეწყო თითოელი მაგალითის განხილვა .
შეხვედრა ჩატარდა კითხვა - პასუხის რეჟიმში. სახლისო აქტივობებმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.


კვირეულის ფარგლებში 19 ნოემბერს X ე კლასის მოსწავლეებმა (ხელ-ლი ნინო ჭიპაშვილი) ნათია შავგულიძემ და ანა ბერაძემ IVბ ( კლასის ხელმძღვანელი თამარ კობახიძე) წარმოადგინეს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების მნიშვნელობის, მათი დაცვის საჭიროებისა და კონვენციის ძირითადი პრინციპების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა, რომელიც მიზნად პატარებისთვის საკითხის მარტივად, გასაგებად და ინტერაქტიულად გადაცემას ისახავდა. მათ შორის იყო მოკლე სიტუაციური ანიმაციები, რომლებიც რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით აჩვენებდა, როგორ გამოიყურება კონკრეტული უფლების დარღვევა ან დაცვა. ასევე მოამზადეს „ბავშვთა უფლებების ფაზლი“, რომლის აწყობის შესაძლებლობა IV კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ გუნდურად. აქტივობებში მონაწილე ბავშვებმა გამოიჩინეს მაღალი ინტერესი, ჩართულობა და თანამშრომლობის უნარი. ისინი აქტიურად პასუხობდნენ კითხვებს, აზიარებდნენ საკუთარ ხედვებს და გამოხატავდნენ სურვილს - მეტი ესწავლათ ამ თემაზე. ღონისძიების დასასრულს, პრეზენტაციის ავტორებმა მოსწავლეებს სიმბოლურად გადასცეს თემატური სტიკერები. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ცნობიერების გაღრმავებაში, პასუხისმგებლობის გრძნობის ფორმირებასა და მათში სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რაც ჩვენი სკოლის პრიორიტეტული მიმართულებაა.


ღონისძიების შეფასების კითხვარი - უკუკავშირის ფორმა:


ღონისძიებების ციკლი „24 ოქტომბერი – გაეროს დღეა“

სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში ევრასაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი ,,დემოკრატია იწყება სკოლაში“.

2025-2026 სასწავლო წელს ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „24 ოქტომბერი – გაეროს დღეა“. (ხელ. სამოქალაქო განათლების პედაგოგი რუსუდან ჩინჩალაძე).
კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოხსენებები, ბუკლეტები გაეროს ისტორიის, თანამედროვე გამოწვევებისა და გაეროს როლის შესახებ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში:
 გაეროს შექმნის ისტორიის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია შექმნეს Xე კლასის მოსწავლეებმა-ქრისტინე აბულაძემ; ანა საყვარელიძემ; დიანა არევაძემ.
 გაეროს ლოგო დახატა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა მე-9 ა კლასის მოსწავლემ ნუცა კუპრაძემ.
 გაეროს სტრატეგიის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტი დაამზადა და წარმოადგინა მე-9 ა კლასის მოსწავლემ ნათია კაპანაძემ.
 გაერო და განათლება-პრეზენტაცია წარმოადგინეს IX ა კლასის მოსწავლეებმა: დემეტრე კახნიაშვილმა; ნიკოლოზ გორგოძემ; ლაშა ყანჩაველმა.
 გაერო და ჯანდაცვა- პრეზენტაცია და ბუკლეტი წარმოადგინეს IX ა კლასის მოსწავლეებმა: ნინო ლაბაძემ და მარიამ ქველიძემ.
 ჩატარდა გაეროს მოდელირება - სიმულაციური პროცესის სპიკერი გახლდათ დიანა არევაძე. ჩინეთის და საფრანგეთის სახელმწიფოს შესახებ საინტერესო ვიდეო მასალა და პრეზენტაციები წარმოადგინეს X ე კლასის მოსწავლეებმა:
ჩინეთი: ვიდეო რგოლი ჩაწერეს და წარმოადგინეს ანამარია წასიძემ და ელენე კიკნაველიძემ.
პრეზენტაციაზე იმუშავეს: ნათია შავგულიძემ; ანა ბერაძემ; ანა კამლაძემ.
საფრანგეთი და გაერო - საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინეს მოსწავლეებმა: ქრისტინე აბულაძემ; ანა საყვარელიძემ; ნინო მაღლაკელიძემ; ლიკა ტაბატაძემ; თათია მაღლაკელიძემ; ანა კელენჯერიძემ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა შეაჯამეს გაეროს მნიშვნელობა და როლი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, მზა ბროშურები გაეროს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გავრცელდება სასკოლო სივრცეში და თემში.
კონფერენციას დაესწრო სასკოლო საზოგადოება .
მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ხელმძღვანელობით მიიღეს ღრმა ცოდნა გაეროს შესახებ და ექნებათ მზაობა ჩაერთონ გლობალური პრობლემების მოგვარებაში.

24 ოქტომბერს სკოლაში ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს X კლასის მოსწავლეებმა. მათ აიმაღლეს ცოდნა ამ ორგანიზაციის ფუნქციებთან და მიზნებთან დაკავშირებით. შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სერთიფიკატი .
ინტელექტუალური თამაშის ,,ჩვენ ვიცით გაერო“, კითხვების ბანკი შეადგინეს საოქალაქო განათლების პედაგოგებმა: თამთა შალამბერიძემ, ნინო ქვათაძემ, რუსუდან ჩინჩალაძემ.


ღონისძიების შეფასების კითხვარი - უკუკავშირის ფორმა:

Friday, August 15, 2025

კვლევა 2025 წლის ივლისი

2024-2025 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, 11-31 ივლისს, ჩავატარეთ კვლევა სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების არსებობისა და სასწავლო პროცესში მისი ინტეგრაციის შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით მოხდება სამომავლო მიზნების განსაზღვრა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა.

იხ. კვლევის შესახებ ინფორმაცია დაწვრილებით:

Monday, June 17, 2024

კვლევა 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს

 კვლევა ტარდება მომდევნო სასწავლო წლის  სასკოლო კურიკულუმების, ერთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების მიზნით.

კითხვარი ანონიმურია, გთხოვთ შეავსოთ.

კითხვარი მოსწავლისთვის:



კითხვარი მასწავლებლისთვის:


კითხვარი მშობლისთვის:


კითხვარი სპეცმასწავლებლისთვის:

Sunday, October 15, 2023

დირექტორობის კანდიდატის პრეზენტაცია

 

გაეცანით სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატის პრეზენტაციას.

   ზემოთ აღნიშნულ სკოლაში მისი სხვადასხვა პოზიციაზე  გაწეული მუშაობის შეჯამება და მომავლის გეგმები:

პრეზენტაცია

Sunday, September 3, 2023

სკოლის საჭიროებების კვლევა

2023-2024 სასწავლო წელი

სკოლაში ვატარებთ კვლევას სკოლის ფილოსოფიისა და  სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით.

კითხვარი ანონიმურია, თქვენი მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება სკოლის  წინსვლასა და  განვითარებაში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, შევსება დიდ დროს არ მოითხოვს და  სასკოლო საზოგადოების გარდა,  შეუძლია  ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეავსოს.
ველით თქვენს გამოხმაურებას, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით!
იხ. კითხვარის ბმული: