Living on the Moon


 Section 3 

3.1 Explain how your Moon Camp will provide the astronauts with: 

a) Water 

b) Food 

c) Power 

d) Air


3.1 ახსენით, თუ როგორ უზრუნველყოფს თქვენი მთვარის ბანაკი ასტრონავტებს.

 ა)    ყლით;     ბ)    აკვებით;     გ)    ნერგიით;     დ)      ჰაერით 

 

წყალი

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, შაკლტონის კრატერში წყალი შეგვიძლია მოვიპოვოთ ყინულების დნობით. ჩვენი ბანაკი აღჭურვილი იქნება ისეთი მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ბანაკს სუფთა სასმელი წყლით. გამდნარი ყინულის ერთი ნაწილი გადაეცემა ბანაკს როგორც სასმელი წყალი, ეს წყალი იქნება გაფილტრული და სრულიად სუფთა, რომელიც გამოიყენება როგორც სასმელად, ასევე საკვების მოსამზადებლადაც. მეორე ნაწილს გამოვიყენებთ საყოფაცხოვრებო საქმისთვის, გამოყენებულ წყალს არ დავკარგავთ და მცენარეებს მოვრწყავთ. ეს წყალი გაჯერებული იქნება ვიტამინებით,  რომლებიც უზრუნველყოფენ მცენარეების განვითარებას სწრაფად და ჯანსაღად.

 According to the information we found, water in Shackleton Crater can be obtained by melting ice. Our camp will be equipped with devices that provide the camp with clean drinking water. A part of the melted ice will be given to the camp as drinking water, this water will be filtered and completely clean, which can be used both for drinking and cooking. We will use the second part for household work, we will not waste the used water and we will water the plants. This water will be saturated with vitamins, which will ensure the development of plants quickly and healthily.

საკვები

საკვებად გამოვიყენებთ მცენარეებს, რომლებსაც მოვიყვანთ ჩვენს მიერ მოწყობილ სათბურებში. ეს სათბურები აღჭურვილი იქნება ისეთი ტექნოლოგიებით, რომლებიც მცენარეებს გაღვივებისთვის კარგ პირობებს შეუქმნის. ასევე საკვებად გამოვიყენებთ თევზს, რომლებიც მოთავსებული გვეყოლება სპეციალურ წყლის ავზებში.  ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციით, არსებობენ თევზები, რომელთა ხორცსაც აქვთ ისეთივე შემადგენლობა, როგორიც ცხოველებისას. ამასთან თევზების შენახვა მარტივია და მათი საკვებად გამოყენება ადამიანისთვის ზიანის მომტანი არ არის.

 We will use plants grown in our greenhouses as food. These greenhouses will be equipped with technologies that will create good conditions for plants to germinate. We will also use fish as food, which will be placed in special water tanks. According to our information, there are fish whose flesh has the same composition as that of animals. Moreover, keeping fish is easy and their use as food is not harmful to humans.

ელექტროენერგია

ელექტროენერგიას მივიღებთ მზის პანელებისგან. ჩვენი ელექტრო მოწყობილობები ენერგოეფექტურია.

მთვარეზე საჭიროა ძალიან ბევრი ელექტრომოწყობილობა, რადგან ისინი ანაცვლებენ თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესს. მაგალითად ვიყენებთ წყლის გამფილტრავს, ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხს.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ელექტროენერგია სწორად და ეკონომიურად გამოვიყენოთ, ჩვენ გვჭირდება ეკომოწყობილობები და სიფრთხილე მათ მიმართ.

 We will get electricity from solar panels. Our electrical appliances are energy efficient.

A lot of electrical equipment is needed on the moon, because they replace almost all life processes. For example, we use water filters, washing dishes and clothes.

Therefore, in order to use electricity correctly and economically, we need eco-devices and be careful about them.

ჰაერი

ჰაერს მივიღებთ მცენარეებიდან, რომლებსაც გავახარებთ ბანაკის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც გამოყოფენ დიდი რაოდენობით ჟანგბადს. მცენარეები  ბანაკში იქნებიან, ათა ჰაერი მარტივად მიეწოდოთ ასტრონავტებს. ჩვენი ელექტრომოწყობილობები ,,შეიწოვენ“ ჰაერს და აწვდიან ბანაკს. ჩვენი ბაზა იქნება მყარი მასალით დახურული, რაც უზრუნველყოფს მასში ჰაერის დაგროვებას. მეტი ჰაერის გამომუშავების მიზნით თითოეულ ოთახი გაფორმებული გვექნება მცენარეებით.

ჰაერის გაფანტვისა ან მისი დეფიციტის შემთხვევაში მიგვაქვს სარეზერვო ამპულები, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგი, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს მოხდეს მისი მალევე აღმოჩენა და მოგვარება.

 We will get air from the plants that we will plant in the camp area. Especially those that emit large amounts of oxygen. Plants will be in the camp to provide air to the astronauts easily. Our electrical devices "suck" air and deliver it to the camp. Our base will be closed with a solid material, which will ensure the accumulation of air in it. In order to generate more air, each room will be decorated with plants.

In case of air leaks or shortages, we carry backup ampoules, such as hydrogen peroxide, so that in the event of an emergency it can be quickly detected and dealt with.

 3.2 How will your Moon Camp deal with the waste produced by the astronauts on the Moon?

3.2 როგორ გაუმკლავდება თქვენი მთვარის ბანაკი მთვარეზე ასტრონავტების მიერ წარმოქმნილ ნარჩენებს?

     ჩვენ უკვე ვიცით, რომ მთვარეზე ასტრონავტებს ექნებათ ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო  და სხვა სახის ნარჩენი. ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების გადამუშავებას მთვარეზე. დედამიწაზე ნარჩენების მხრივ კრიტიკული სიტუაციაა, ამიტომ ვაპირებთ, იგივე შეცდომა აქაც არ დავუშვათ და მიღებული გამოცდილება ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ნარჩენები თავდაპირველად შეგროვდება ჭკვიანი ნაგვის ურნებში, რომლებიც განლაგებული იქნება ბანაკის ტერიტორიაზე. მოგროვებული ნარჩენები შეგროვდება 3 დღეში ერთხელ და მოხდება მათი გადამუშავება და მეორადი გამოყენება. ჭკვიანი ნაგვის ურნები კოსმონავტებს გაუმარტივებს ცხოვრებას. მას მოჰყვება დამტენი, რომელიც ტენის ურნას. ურნა

გაიხსნება მასთან მცირედ მიახლოვებაზე, ნებისმიერი მიმართულებით, ასევე მოჰყვება ჰაერის აეროზოლი, რომელიც ამ ჩაკეტილ სივრცეში საუკეთესო საშუალებაა, რათა ბანაკში არ დაგროვდეს არასასიამოვნო სუნი. ასევე ის იქნება ვიწრო და ჩაეტევა ვიწრო ადგილებში.

     We already know that astronauts on the moon will have a lot of household and other waste. Our team has developed a plan to recycle waste on the moon. There is a critical situation in terms of waste on earth, so we intend not to make the same mistake here and use the experience gained for our benefit. The waste will initially be collected in smart waste bins that will be located in the camp area. Collected waste will be collected once every 3 days and will be recycled and reused. Smart trash cans will make life easier for astronauts. It comes with a charger that hydrates the bin. bin

It will open on a slight approach to it, in any direction, and an air aerosol will follow, which is the best way in this confined space to prevent unpleasant odors from accumulating in the camp. It will also be narrow and fit into tight spaces

 3.3How will your Moon Camp maintain communications with Earth and other Moon bases?

3.3 როგორ შეინარჩუნებს თქვენი მთვარის ბანაკი კომუნიკაციას დედამიწასთან და მთვარის სხვა ბაზებთან?

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით მთვარიდან დედამიწაზე სიგნალი დაახლოებით 1 წუთში მოდის. როგორც უკვე ვთქვით, კოსმონავტები შეიძლება ჩავარდნენ დეპრესიაში და ნაკლებად იფიქრონ საქმეზე და მისიის განხორციელებაზე, ამიტომ ჩვენ გვექნება სპეციალური ოთახი, ე.წ. საკომუნიკაციო ოთახი, სადაც კოსმონავტები განრიგის მიხედვით, დღეში ორჯერ შევლენ და დაუკავშირდებიან საკუთარ ოჯახებს. ასევე ამ ოთახიდან გაიგზავნება დედამიწაზე ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს მისია, როგორია კოსმონავტების ჯანმრთელობა, რესურსების რა ნაწილი გამოიყენეს, რა დასჭირდებათ მომავალში. რომელი წამლები გამოიყენეს და რომლები დასჭირდება. დედამიწიდან კი სპეციალისტები მოამზადებენ ანგარიშს, საიდანაც გაუგზავნიან საჭირო რესურსებს : მედიკამენტებსა და სხვა ნივთიერებებს, რომელთა მიღებაც მთვარეზე შეუძლებელია.

According to the information we found, the signal from the moon reaches the earth in about 1 minute. As we have already said, astronauts can get depressed and think less about the work and the implementation of the mission, so we will have a special room, the so-called A communication room where astronauts will enter and communicate with their families twice a day, according to the schedule. Also, from this room, a report will be sent to Earth about how the mission is progressing, what is the health of the cosmonauts, what part of the resources have been used, what they will need in the future. Which drugs have been used and which ones will be needed. From the Earth, specialists will prepare a report from which they will send the necessary resources: medicines and other substances that cannot be obtained on the Moon.


No comments:

Post a Comment