Section 2
2.1. Where do you want to build your Moon Camp? Explain your choice.
ნაწილი 2 -მთვარის ბანაკის აშენება
2.1 სად გსურთ თქვენი მთვარის ბანაკის გაშენება? ახსენით რატომ
ჩვენ ვაპირებთ ბანაკის განთავსებას შაკლტონის კრატერზე. კერძოდ კი კრატერთან ახლოს გარე რელიეფზე, რომელიც მდებარეობს მთვარის სამხრეთ პოლუსზე. კრატერის დიამეტრი არის 21 კმ, ხოლო სიღრმე 4,2კმ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყალბადის ნორმალურზე მეტი რაოდენობა კრატერში, რაც მიუთითებს შაკლტონში ყინულის არსებობაზე. კრატერის კიდეების გასწვრივ მწვერვალები თითქმის განუწყვეტლივ განათებულია მზის შუქით და ატარებს ყოველი მთვარის ორბიტის დაახლოებით 80-90%ს მზის ზემოქმედების ქვეშ. შაკლტონის კრატერს ასევე შეუძლია ტემპერატურულად დაბალი ნაწილის გამოყენებით, გაყინოს მთვარეზე ზემოქმედების დროს გამოყოფილი აქროლადი ნივთიერებები. მართალია, რომ კრატერის კიდის მწვერვალები ექვემდებარება მუდმივ მზის შუქს, თუმცა ინტერიერი კვლავ ჩრდილშია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მზის ზემოქმედების კუთხეებში ბრტყელი სარკეების დამონტაჟებას, რათა სარკემ შუქი აირეკლოს და კვლავ მოგვაწოდოს იგი, სასურველ ადგილას. სარკეების მდებარეობას გავითვალისწინებთ პანელების უკან, რადგან პანელი უნდა დამაგრდეს 15-დან 40 გრადუსიანი დახრილობით, მასზე მიმაგრებული სარკე კი საწინააღმდეგო მიმართულების დახრას შექმნის და მივიღებთ კრატერში სარკიდან არეკლილ სხივს, იმავე კუთხით. ის გააძლიერებს ჩვენს ბაზას და საშუალებას მოგვცემს, დავაარსოთ ბანაკი მთვარეზე, რომელიც ხანგრძლივად იფუნქციონირებს.
We
are going to set up camp at Shackleton Crater. In particular, on the outer
terrain near the crater, which is located on the south pole of the moon. The
diameter of the crater is 21 km, and the depth is 4.2 km. Scientists have found
higher-than-normal amounts of hydrogen in the crater, indicating the presence
of ice in Shackleton. The peaks along the crater rim are almost continuously
illuminated by sunlight and spend about 80-90% of each moon's orbit exposed to
the sun. Shackleton Crater can also use a low-temperature part to freeze
volatiles released during lunar impact. It is true that the summits of the
crater rim are exposed to constant sunlight, but the interior is still in
shadow. That is why we are going to install flat mirrors in the corners of the
sun's exposure, so that the mirror will reflect the light and give it back to
us, in the desired place. We take into account the location of the mirrors
behind the panels, because the panel must be fixed with an inclination of 15 to
40 degrees, and the mirror attached to it will create an opposite direction of
inclination and we will receive the reflected beam from the mirror in the
crater, at the same angle. It will strengthen our base and allow us to
establish a camp on the moon that will be operational for a long time.
2.2. How do you plan to build your Moon Camp? Describe the techniques, materials and your design
choices.
2.2 როგორ აპირებთ მთვარის ბანაკის აშენებას?
აღწერეთ ტექნიკა, მასალები და თქვენი დიზაინის არჩევანი.
ჩვენი ბანაკის მშენებლობის პროცესი დაიყოფა სამ ნაწილად. პირველ ეტაპზე მთვარეზე გავუშვებთ სპეციალურ მუშაკებს, რომლებიც ჩვენს მიერ შერჩეულ ბაზას უზრუნველყოფენ და მოამზადებენ მშენებლობის დასაწყებად. მეორე ეტაპზე მთვარეზე გავგზავნით ასტრონავტთა გუნდს, რომლებიც დაიწყებენ ბანაკის მშენებლობას, ისეთი მასალებით, რომლებიც მთვარისთვს შესაფერისია. მესამე ეტაპზე მთვარეზე ჩავიტანთ ტექნიკას, რომელიც ყოველდღიური არსებობისთვის დაგვჭირდება და თან ჩავიყვანთ ტურისტთა ჯგუფს.
ჩვენს ბანაკს ექნება ისეთი ფორმა, როგორიც საქართველოს აქვს მსოფლიო რუკაზე. ჩვენი მიზანი იქნება გავარკვიოთ რამდენად შესაძლებელია მთვარეზე ქართული კულტურული მცენარეების გაშენება. თითოეული კუთხის ადგილზე დაირგვება მისთვის დამახასიათებელი კულტურული მცენარე. მცენარეების
გაშენებას ვაპირებთ სათბურებში, რაც შეეხება ნიადაგს, მას შევქმნით ხელოვნურად, ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ნიადაგის შექმნა შეგვიძლია ხელოვნურად თუ გვაქვს ჰაერი და წყალი.
Our camp
building process will be divided into three parts. At the first stage, we will
send special workers to the moon who will secure the base we have selected and
prepare it for the start of construction. In the second phase, we will send a
team of astronauts to the moon, who will begin building a camp with materials
suitable for the moon. In the third stage, we will bring equipment to the
moon, which we will need for daily existence, and we will bring a group of
tourists with us.
Our camp will
have the same shape as Georgia on the world map. Our goal will be to find out
if it is possible to grow Georgian cultural plants on the moon. A typical
cultural plant will be planted on the site of each corner. We are going to
grow plants in greenhouses, as for the soil, we will create it artificially,
based on the information we received, we can create soil artificially if we
have air and water.
2.3. The environment on the Moon is very dangerous for the astronauts. Explain how your Moon Camp will protect them.
2.3 ასტრონავტებისთვის მთვარის გარემო ძალიან
საშიშია. ახსენით, როგორ დაიცავს მათ თქვენი მთვარის ბანაკი.(მაქს 150 სიტყვა)
როგორც უკვე ვიცით, მთვარის გარემო ასტრონავტებს შეუქმნის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ პრობლემებსაც.
მთვარეზე ყოფნისას ასტრონავტებს საფრთხეს უქმნის მუდმივად სკაფანდრით სიარული, ჩვენ კი ვქმნით სკაფანდრს, ჩოხის-ქართული ეროვნული სამოსის ელემენტებით,
რომელიც მაღალხარისხოვანი და მოსახერხებელია,
რაც ასტრონავტებს მისცემს უფრო მეტ დროს კოსმოსში ყოფნისთვის. ასევე ჩვენ გვაქვს სპეციალური წამზომი(თითოეული სკაფანდრის შიგა მხარეს) რომელიც ითვლის თუ რამდენი ხანია რაც ასტრონავტი კოსმოსში იმყოფება, ის ანიშნებს ასტრონავტს, რომ დროა ბანაკში დაბრუნდეს.
როგორც უკვე ვახსენეთ, შეიძლება მთვარემ და ამ ექსპედიციამ ასტრონავტებს შეუქმნას ფსიქიკური პრობლემებიც. ვიცით, რომ მთვარეზე მოგზაურობა რთულია, რადგან ეს ნიშნავს უკიდეგანო სამყაროში ყოფნას, სადაც უამრავი საფრთხეა. კოსმონავტებს შეიძლება გაუჩნდეთ სიცოცხლის საფრთხის განცდა, ეშინიათ კოსმოსში დაკარგვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ და არა ექსპედიციის მისიაზე. ვარდებიან დეპრესიაში. ექიმი და ფსიქოლოგი კი დაეხმარებიან ეკიპაჟის წევრებს დეპრესიიდან გამოსვლაში. ასევე ექიმი სისტემატიურად შეამოწმებს სისხლის წნევას,
გულის მუშაობას, პულსის სიხშირეს. გააკეთებს სისხლისა და შარდის ანალიზებს. დარღვევის
შემთხვევაში კი ასტრონავტებს დაუნიშნავს მედიკამენტურ მკურნალობას.
As we already know, the lunar environment will create both mental and physical problems for astronauts. While on the moon, astronauts are at risk of wearing a spacesuit all the time, and we are creating a spacesuit with elements of the Chokhi-Georgian national costume, which is high-quality and comfortable, which will give astronauts more time in space. We also have a special stopwatch (on the inside of each spacesuit) that counts how long the astronaut has been in space, it signals to the astronaut that it is time to return to camp.
As we have already mentioned, the moon and this expedition may cause mental problems to the astronauts. We know that traveling to the moon is difficult because it means being in a vast universe with many dangers. Astronauts may have a sense of danger to their lives, fear of getting lost in space, thinking only of their own survival, not the mission of the expedition. fall into depression. A doctor and a psychologist will help the crew members to get out of depression. The doctor will also systematically check blood pressure, heart rate, and pulse rate. will do blood and urine tests. In case of violation, the astronauts will be prescribed medical treatment.
No comments:
Post a Comment