პროექტის საფეხურების დაგეგმვა


დაგეგმე შემდეგი საფეხურები
5.1 აქტივობა: ჩართე სხვები
დაგეგმე პროექტის საფეხურები.
აქტივობები: რა აქტივობებია საჭირო შენი იდეის განსახორციელებლად?
1. ციფრული რესურსების შექმნისთვის საჭირო მეთოდური და ტექნოლოგიური სახის რეკომენდაციების გაცნობა, გააზრება.
2. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო რესურსების მობილიზება (კომპიუტერები, საგანმანათლებლო რესურსები, პროცესით დაინტერესებული მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვ.);
3. სასკოლო საზოგადოების მობილიზება რესურსების სრულყოფისათვის, ადგილობრივი თემის ჩართვა;
4. სხვა ქვეყნების(ესტონეთი)გამოცდილების გაცნობა-გაზიარება პროფესიული განვითარებისათვის;
5. საგნმობრივი ინტერესების მიხედვით მასწავლებელთა გაერთიანება და ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების დასახვა.












  შექმენი დროის გრაფიკი, რომელიც მოიცავს დროში გაწერილ აქტივობებს

  1. პროექტის ფარგლებში ტარდება კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები;  სკოლაში მოქმედი კათედრების მიერ შერჩეულია თითო მასწავლებელი, რომელთაც აქვთ გამოცდილება საგაკვეთილო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების, შეუძლიათ ციფრული რესურსების შექმნა და მისი გაზიარება  კოლეგებისთვის.
  2. პროექტის ფარგლებში სამუშაო გამოცდილების გაზიარება ხდება სხვა სკოლის პედაგოგებთანაც;
     ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხორციელდება  30 აპრილიდან --- 15 ივნისამდე პერიოდში.

       3.  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა ღია გაკვეთილები: 
  ფიზიკაში  -   30 მაისს; ისტორიაში --  22 მაისს; უცხოენაში (ინგლისური)  -  3 ივნისს;  დაწყებით  კლასებში  - 3-5 ივნისს;  ბიოლოგიაში - 3-6 ივნისს;

       4. რესურსების ბანკის შექმნა;  (აპრილი - მაისი)

       5. ,,ციფრული სკოლის" ბლოგის შექმნა;  (აპრილი - მაისი);
    
       6.  პოსტერის შექმნა  (30 მაისი - 5 ივნისი);
     
       7. ვიდეოს შექმნა (6 ივნისი)


















  



  

  პასუხისმგებელი პირები: ვინ იქნება პასუხისმგებელი თითოეულ აქტივობის     შესრულებაზე?

1. სკოლაში მოქმედი კათედრების მიერ შერჩეული თითო მასწავლებელი, რომელთაც აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ მისი გაზიარება დანარჩენებისთვის - ატარებენ სამუშაო შეხვედრებს; კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება - პასუხისმგებელი მარეხ ქათამაძე;
2. ბლოგის შექმნა და  დამუშავება  - ნინო ჭიპაშვილი;
3. პოსტერის შექმნა  - ხათუნა კვეტენაძე; მედეა ლომსიანიძე;
4.  რესურსების მოძიება -  მაკა კაციტაძე; 
5. კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების წარმართვა - თორნიკე კახნიაშვილი; ნინო ჭიპაშვილი; მაკა კაციტაძე; მედეა ლომსიანიძე;
6. ვიდეორგოლის გადაღება - მონტაჟი - მედეა ლომსიანიძე; ნინო ჭიპაშვილი; მაკა კაციტაძე; 












     თანამშრომლობა სკოლის შიგნით: გააფართოვე გუნდი, რომელიც თქვენთან ერთად იმუშავებს იდეების შემდგომ ფორმირებასა და განვითარებაზე. ვის მოიწვევთ “დიზაინის გუნდში”? რა პერიოდულობით შეხვდებით? რას განიხილავთ?

პროექტის სრულყოფის მიზნით

  • კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების წარმართვა -  ნანა ჩიტორელიძე; ნელი მაღლაკელიძე; ბელა კაპანაძე; მანანა ბერაძე;
  • ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის  კორექტირება - ნანა ჩიტორელიძე;  ირინე ბერაძე; 













     პარტნიორობა სკოლის გარეთ: რომელ ორგანიზაციებს ან ინდივიდებს შეუძლიათ დაგეხმარონ იდეის განხორციელებაში? რა ურთიერთობა გაქვთ მათთან? როგორ შეგიძლიათ მათთან დაკავშირება? რას სთხოვ მათ და რით დააინტერესებთ რომ დაგეხმარონ იდეის განხორციელებაში? თითოეულ მხარეს რა სარგებელი გექნებათ ამ პარტნიორობიდან?

  1. პროექტის ფარგლებში სამუშაო გამოცდილების გაზიარება ხდება სხვა სკოლის პედაგოგებთანაც.
  2. მოვახდენთ რესურსების ბანკის გაზიარებას სოციალური ქსელის საშუალებით,  გავასაჯაროებთ; 
  3. ურთიერთობა დავამყარეთ ესტონელ კოლეგებთან და გავიზიარეთ მათი გამოცდილება; ამ  თანამშრომლობას  მომავალშიც გავაგრძელებთ.
  4. მოსწავლეებთან  და კოლეგებთან ერთად  ვეწვევით თბილისში ტექნოპარკს, და გავიზიარებთ მათ გამოცდილებას ციფრული ტექნოლოგიების მართვის საქმეში.




No comments:

Post a Comment