რა არის საჭირო პილოტირებისთვის


განსაზღვრე რა გჭირდება პილოტირებისთვის
განსაზღვრე უკუკავშირის წყაროები
    განსაზღვრე რა გჭირდება შენი საპროექტო იდეის პილოტირებისთვის. სკოლაში ხელმისაწვდომია ეს რესურსები? რამეს შესყიდვა დაგჭირდებათ?
ხელმისაწვოდმია სკოლაში

  •  მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ინტელექტუალური რესურსი, რომელთა აქტიური ჩართულობითაც მოხდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების ბანკის შექმნა.

შესაძენია

  • იმისთვის, რომ დავაკვირდეთ პილოტირების პროცესს, სხვადასხვა საშუალებებით უკუკავშირის მისაღებად, ვიდეო გაკვეთილების ჩასაწერად  სკოლას ესაჭიროება   ციფრული კამერა

  • სკოლაში სატელევიზიო კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო აპარატურის შეძენა შესაძლებლობის ფარგლებში.

      













    
რა დრო დასჭირდება პილოტირებას?
მოსამზადებელი სამუშაოები და დრო ხომ არ გჭირდებათ? ვინმეს გადამზადება ხომ არაა საჭირო? სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა ხომ არაა საჭირო? და ა.შ.

გვჭირდება დრო და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაც, კერძოდ:
            1.       არსებული რესურსების მობილიზება კათედრებისა და საგნების მიხედვით;
    2. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება ციფრული ტექნოლოგიების სწავლების კუთხითა და ელექტრონული რესურსების დამზადების მიმართულებით სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა.
      3.  ჯგუფებში ონლაინ გაკვეთილებისა და სასწავლო ვიდეორგოლების  ყურება, სადაც გამოყენებულია ციფრული რესურსები და ინოვაციური მეთოდები, შემდეგ განხილვა, ტრანსფერი ჩვენს სკოლაში.
       

No comments:

Post a Comment