გადაამოწმეთ იდეის შესაბამისობა სკოლის საჭიროებასთან
3.2
აქტივობა: იდეების დახვეწა
წყვილებში გადაამოწმეთ რამდენად პასუხობს თქვენ მიერ განვითარებული იდეა თვითშეფასებისას გამოკვეთილ გამოწვევას (“ციფრული სარკე”, “სელფი”, სასკოლო ინტერვიუები).
საჭიროებები, თვითშეფასებისას გამოკვეთილი გამოწვევები
· საშუალება მივცეთ მოსწავლეებს პირადი სივრცე ჰქონდეთ.
· სკოლაში მოვაწყოთ რამდენიმე ოთახი, როგორც ,,აქტიური სასაწავლო ოთახი“, ეს იქნება სივრცე, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ მთელი რიგი მოწყობილობებისა კომპიუტერებისა და ტაბლეტების ჩათვლით.
· საშუალება ჰქონდეთ მოსწავლეებს მერხების გადაადგილებისა, რათა იმუშაონ სხვადასხვა რაოდენობებისგან შემდგარ ჯგუფებში.
· მიეცეთ მასწავლებლებს შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოწყობილობა ან ინსტრუმენტი.
· სკოლაში შეიქმნას წრეები/ კლუბები, სადაც მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. შემდეგ ისინი გაუწევენ დახმარებას სასწავლო პროცესში სხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. (მაგალითად 3D პრინტერზე მუშაობის წესების შესწავლა; ინტერვიუს ჩაწერა; ვიდეოფილმების ან ვიდეოკოლაჟის მომზადება და სხვა).
ჩამოწერეთ რა ბარიერებს შეიძლება გადააწყდეთ იდეის განხორციელებისას. რა რესურსი გაკლიათ? ვინ შეეწინააღმდეგება ამ იდეას? ყველაზე ძნელი რისი გადალახვა იქნება?
ბარიერები
- ნაკლები თანამშრომლობითი კულტურა;
- ამ ეტაპისთვის მასწავლებელთა ნაკლები მზაობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისთვის.
ახალი მოსაზრებები
· მომავალი სასწავლო წლიდან შეიქმნას სატელევიზიო კლუბი, რომლებიც გააშუქებენ სკოლაში მიმდინარე პროექტებს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარმატებულ იდეებს, რომლებიც შემდეგ ადგილობრივი ტელევიზიით შეიძლება გამოქვეყნდეს. ეს ერთგვარი მოტივაცია იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
- მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ გააგრძელოს ფუნქციონირება ,,პროგრამირების კლუბმა", რომელიც 2 წელია უკვე არსებობს ჩვენს სკოლაში.
- მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ გააგრძელოს ფუნქციონირება ,,პროგრამირების კლუბმა", რომელიც 2 წელია უკვე არსებობს ჩვენს სკოლაში.
· აუცილებელი იქნება სატელევიზიო კლუბის მუშაობისთვის საჭირო ციფრული ტექნოლოგიის შეძენა. ასევე კლუბისთვის სამუშაო ოთახის გამოყოფა.
No comments:
Post a Comment