შთაგონებები




1.6 მოაგროვე შთაგონებები
      ჩანაწერები

ინტერვიუს მონაწილის სახელი/ადგილი
1. სკოლის ყოფილი მოსწავლე, ამჟამად სწავლობს ესტონეთში კოლეჯში, რომელიც 2018 -2019 სსწავლო წელს ჩაირიცხა. აქ უნდა ყოფილიყო XI კლასში.
2.  მისი მასწავლებელი - ესტონეთის კოლეჯში
3. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაზის სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე 
4. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაზის სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მასწავლებელი 

დაკვირვებები და ციტატები:
1. მოსწავლის  ინტერვიუდან, რომელიც ამჟამად სწავლობს ესტონეთში:
1.1.აქ ყველა მოსწავლეს აქვს თავისი ლეპტოპი;
1.2.ყოველ დავალებას დამოუკიდებლად ვასრულებთ;
1.3.მუდამ ჩართულნი ვართ საგაკვეთილო პროცესში;
1.4.არასაგაკვეთილო პროცესშიც შეგვიძლია მივიღოთ დახმარება მასწავლებლისაგან;
1.5. გამოყენებული რესურსები აგებულია კონკრეტული საკითხების შესწავლასა და გააზრებასთან. 
1.6 დავალებებს ელექტრონულად გვიგზავნიან მასწავლებლები და ისე ვასრულებთ;
2.ესტონელი კოლეგის ინტერვიუდან:
2.1. მუშაობის პროცესში დაიხვეწება თქვენი სასწავლო რესურსები.;
2.2. გამოცდილება ამ საქმეში მნიშვნელოვანია. ჩვენ სისტემატურად ვიმაღლებთ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობით;
2.3. მთავარია,  სასწავლო მიზნებისა და ციფრული რესურსის თანხვედრა ერთმანეთთან და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება;
2.4. ჩვენ გვაქვს ჩვენი სკოლის რესურსების ბანკი, რომელსაც მუდმივად ვაახლებთ და ვაუმჯობესებთ;
2.5. ყველა საგნის სწავლებაში მნიშვნელოვანად გვეხმარება;
3.სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაზის სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლის ინტერვიუდან :
3.1. ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ციფრული რესურსი. მაგალითად  ,,,მომავლის კლაში“  ფილმი ვნახეთ, მაგრამ არაფერი აღარ გაგვიკეთებია ამ ფილმზე;

3.2. ზოგჯერ, ძალიან დამეხმარა, მაგალითად, ლეარნინგში ქართულის მასწავლებელმა გვაჩვენა სიტყვათა წყვილები, რომლებსაც შეცდომით ვწერთ, მათემატიკის მასწავლებელმა კარგი დიაგრამა გაგვიკეთა მონაცემთა ანალიზის შესახებ; ასევე ვიყენებთ მათემატიკის გაკვეთილებზე პროგრამას ,,გეოგებრა" სხვადასხვა თემის შესწავლის დროს. მაგ. ფუნქციების ან გეომეტრიის და სხვა.
3.3. ჩვენმა ზოგიერთმა მასწავლებელმა ციფრული ტექნოლოგიები არ იცის;
3.4. ერთფეროვანი საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენია, დრო ნელა გადის გაკვეთილზე, ტექნოლოგიების გამოყენება სახალისოს ხდის გაკვეთილს, დრო სწრაფად გადის, იოლად ვსწავლობთ.
4. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რევაზ მუმლაზის სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მასწავლებლის იბნტერვიუდან:
 4.1.ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად ციფრული რესურსები;
  



ინტერპრეტაციები

1. ესტონეთში სასწავლო ციფრულ რესურსებს იყენებენ ყოველდღიურად;
2. მათთვის სახელმძღვანელოსთან ერთად  ეს არის დამატებითი რესურსი, რომლის საშუალებითაც სასწავლო პროცესი ინტერაქტიური ხდება.
3. მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესი საინტერესო,  მრავალფეროვანი და მოტივაციის აღმძვრელია.
4. სწავლის ხარისხი  იზრდება.







No comments:

Post a Comment