წარმატების ინდიკატორები

 
განსაზღვრე წარმატების ინდიკატორები
    განსაზღვრე რას ნიშნავს წარმატება ამ საპროექტო იდეისთვის. რა სარგებლობას მოიტანს იდეა? როგორ უპასუხებს თქვენს მიზანს (უპასუხებს სკოლაში გამოკვეთილ საჭიროებას)? ყველაზე მეტად რას აფასებთ ამ იდეაში? გამოიყენებენ თუ არა პროტიტიპს ისინი, ვისთვისაც განკუთვნილი იყო?

იდეის გამოყენება
 - მოსწავლეებს იმდენად მოსწონთ ინოვაციური რესურსებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესი, რომ მათი მოტივაცია გაზრდილია, რაც მათ აკადემიურ შედეგებს მკვეთრად დაეტყო, მოიმატა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობამ.
- პირადი სწავლისთვის გამოყოფილ სივრცეს აქტიურად იყენებენ, მასწავლებლის დახმარების გარეშეც შეუძლიათ თვითონ მართონ ელექტრონული რესურსები, მასწავლებელი უწევს მხოლოდ ფასილიტატორობას, ასევე  იქვე შეუძლიათ თვითონ შექმნან ელექტრონული რესურსები, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ სხვა გაკვეთილებზეც. აღარ უწევთ უინტერესო ვრცელი ტექსტების წაკითხვა, საათობით ჯდომა დავალებების შესასრულებლად.

    რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ იდეა წარმატებულია? რა გინდათ ნახოთ ამ პროექტის განხორციელების შედეგად? იმედი გაქვთ, რომ ბევრი კოლეგა ჩაერთვება? რა შეფასებები გსურთ გაიგოთ მოსწავლეებისგან ან პროექტზე?

ამ შედეგს ველოდები
  • მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა;
  • მოსწავლისთვის სახალისო, საინტერესო, ინოვაციებით დატვირთული სასწავლო პროცესი, რომელიც გათვლილია მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებზე;
  • ნაკლები მიზეზები მოსწავლეებისგან, რატომ ვერ მოასწრეს საკლასო და საშინაო დავალების შესრულება. შესაბამისად ნაკლები საჩივარი მშობლებისგან;
სწავლა- სწავლების ხარისხის ამაღლება და აკადემიური მოსწრების გაზრდა.
    რა გზებითა და მეთოდებით ასახავთ და შეაფასებთ თქვენი იდეის წარმატებას? შეგიძლიათ ჩამოწეროთ თვისებრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები

წარმატების ასახვის მეთოდები:
  • ონლაინ ტესტირების ჩატარება თითოეულ საგანში ცოდნის ხარისხის შესამოწმებლად;
  • მოსწავლეების გამოკითხვა, რამდენად საინტერესოა ციფრული რესურსებით დატვირთული საგაკვეთილო პროცესი.

No comments:

Post a Comment