იდეების გენერირება



ბრეინსთორმინგის მომზადება და ფასილიტაცია

3.1 აქტივობა: იდეების გენერირება
ბრეინსთორმინგის დაგეგმვისას მცირე დეტალებსაც მნიშვნელობა აქვს. მოიწვიეთ 6-10 პირი (იდეალური რაოდენობაა), ვისაც ერთმანეთის იდეებზე დაშენება შეუძლიათ. 45-60 წუთი დაუთმეთ ბრეინსთორმინგის პროცესს.
განსაზღვრეთ სია, ვის მოიწვევთ?

მოამზადეთ სივრცესასურველია კედელთან მოამზადოთ სივრცე, ისე რომ ყველას შეეძლოს ადვილად მისვლა და იქ იდეების გამოკვრა, ასევე ერთმანეთის იდეების დანახვა-წაკითხვა. კარგად დაგეგმეთ როგორ მოაწყობთ სივრცეს ფასილიტაციისთვის.
განსაზღვრე თემები და “როგორ შეგვიძლია...” კითხვები, რომელზეც წარმართავთ ბრეინსთორმინგს. გააცანით მონაწილეებს.

ეს წესები გამოაკარით თვალსაჩინო ადგილას:
§  იდეებს არ ვაკრიტიკებთ
§  “გიჟური” იდეები კარგია
§  სხვის იდეებზე დააშენე შენი იდეა
§  კონცენტირებული დავრჩეთ თემაზე
§  როცა ერთი საუბრობს, სხვები უსმენენ
§  ვიზუალურად გამოსახე იდეა
§  მნიშვნელოვანია იდეების რაოდენობა

ჩეკლისტი:
ü  შეარჩიე ფასილიტატორი
ü  გააცანი თემა მონაწილეებს
ü  გააცანი ბრეინსთორმინგის წესები
ü  შესაბამისი მასალებით მოამარაგე
ü  “გაალხვე ყინულის” აქტივობა
ü  მორიგეობით გადადი თემებზე
ü  გუნდის ენერგია შეინარჩუნე



თემები:
1. სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნას ციფრული სკოლის გვერდზე რესურსების ბანკი, რომელიც თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ყველა მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის. ამ ბანკში განთავსდება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსები, შესაბამისი  ინსტრუქციებით, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური (სურათებით);
2. სკოლაში შეიქმნას ჯგუფები, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობით, რომლებიც დაეხმარებიან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ფლობაში, რომ მათ შეძლონ არსებული რესურსების მიზნობრივად გამოყენება.
3. სკოლის სივრცეში მოეწყოს  შექმნილი რესურსების  პრეზენტაცია, რომელშიდაც ჩართული იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და თემი.  გასაჯაროვდება სოციალური ქსელის საშუალებით.
4. სკოლაში შეიქმნას სტენდი ,,საუკეთესო ციფრული რესურსი"--რომელიც პერიოდულად შეიცვლება. საუკეთესო რესურსის გამოსავლენად მოეწყობა ფარული გამოკითხვები. რესურსის შინაარსისა და რეფლექსიის ამსახველი ფოტომასალა გამოიკვრება შესაბამისი განმარტებებით;








როგორ შეგვიძლია....
- როგორ შეგვიძლია საკლასო ოთახის დიზაინის მოწყობა ისე, რომ თითოეულ ინდივიდზე იყოს მორგებული?
      ·          საკლასო ოთახი დაიყოს   ზონებად,   მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და სხვადასხვა უნარების განვითარების მიხედვით( საჭიროების შემთხვევაში).
    ·    მერხების განლაგება იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ  მოსწავლეეები განაწილდეს სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფებად.
     ·       მერხები ისე იყოს განლაგებული, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება სხვადასხვა აქტივობის დროს გაკვეთილზე. (მაგ. წრიული განლაგება ან კვადრატული და სხვა).








შეარჩიეთ იდეა: ბრეინსთორმინგის დასრულების შემდეგ დააჯგუფეთ იდეები, ხმის მიცემის წესით შეარჩიეთ 3 იდეა, რომელსაც მომავალში განავითარებთ.


No comments:

Post a Comment