ასახეთ იდეის განხორციელების პროგრესი. რა განსხვავებული
ქცევები შეამჩნიეთ ამ იდეის განხორციელების შემდეგ? ადამიანებს შორის ურთიერთობები
თუ შეიცვალა? რა კომენტარები მიიღეთ მოსწავლეებისა და კოლეგებისგან?
ჩანაწერები
- იდეის განხორციელების პროცესი იყო პროგრესული. პედაგოგებს შორის გაჩნდა თანამშრომლობითი მუშაობის გამოცდილება.
- მასწავლებლებს გაუქრათ ამ პროცესში მუშაობისას მარტოობის განცდა და მიხვდნენ, რომ საერთო ინტერესების თანხვედრა გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა;
- მასწავლებელი მიხვდა, რომ კოლეგის გამოცდილება მისთვისაც მნიშვნელოვანია და ურთიერთობის გაფრთხილებაა საჭირო;
- პედაგოგიური კოლექტივი უფრო შეიკრა, მიზნის ირგვლივ გაერთიანდა;
- მუდმივად ეხმარებიან მასწავლებლები ერთმანეთს, სკოლის გარეთაც კი აგრძელებენ თანამშრომლობას;
- მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობა გაიზარდა;
- მოსწავლეები უფრო მეტად თვითკრიტიკულნი და მოტივირებულნი გახდნენ;
- მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებს უღრმავდებიან და შესაბამის რჩევებს იძლევიან, რომელთა გათვალისწინებითაც მასწავლებელი სწავლების ხარისხს აუმჯობესებს.
|
რა გჭირდებათ იმისათვის რომ პროექტამდე და
პროექტის შემდეგ არსებული შედეგები აღბეჭდოთ? ფოტოები? ციტატები?
რა
მჭირდება
- მოსწავლეების ციტატები
,,იეს"; ,,მაგარია"; ,,პირველი ვარ"; ,,ათეულში ვარ"; როცა ჯგუფში თამაშობენ ერთმანეთს უთითებენ ,,სწრაფად ითამაშე", ,,დაუჩქარე" და სხვა. - პროექტამდე და პროექტის შემდეგ მუშაობის მაგალითები, როგორ შეცვალა თანამშრომლობის მაგიდამ სიტუაცია.
-- პროექტამდე მასწავლებლები ინდივიდუალურად მუშაობდნენ, ნაკლები იყო მათი ურთიერთთანამშრომლობის მაგალითები;
-ამ პროექტმა კი ისინი მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან, თანამშრომლობამ უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო;
|
როგორ ასახავთ და შეაფასებთ თქვენი იდეის წარმატებას?
იდეის წარმატებას ხელი შეუწყო:
- კვლევის ორგანიზებულობამ და საკვლევი თემების თანხვედრამ პრობლემის დანახვასა და პრევენციების დაგეგმვაში;
- კვლევის საჭიროებებზე მორგებული მეთოდების დანერგვამ;
- ტექნოლოგიებით სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგეგმილმა ეფექტურმა საშუალებებმა;
- მოსწავლეთა, მასწავლებელთა და კვლევის ავტორთა კონსოლიდირებულმა მუშაობამ, თანასწორ თანამშრომლობაზე დამყარებულმა აქტივობებმა;
- მუდმივი და უწყვეტი განათლებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობამ.
|
No comments:
Post a Comment