1.4 აქტივობა: მოამზადე კითხვები
ინტერვიუ: რისი გაგება დაგეხმარებათ გამოწვევის
უკეთესად გააზრებაში? რისი გაგების იმედი გაქვთ ადამიანების მოტივაციასა და იმედგაცრუებაზე?
რა გინდათ გაიგოთ მათი აქტივობების შესახებ?
დაიწყე კონკრეტული კითხვებით
რა კონკრეტული
კითხვებით შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი?
ყოფილ მოსწავლესთან შეკითხვები:
1. გამარჯობა. თქვენს
სკოლაში სწავლების პროცესში აქტიურად თუ არის ჩართული ციფრული რესურსები?
2. მოგეხსენებათ, ჩვენს
სკოლაშიც არის დანერგილი ტექნოლოგიებით სწავლება. რა არსებითი განსხვავება დაინახე
ჩვენსა და ესტონურ მოდელებს შორის ამ მიმართულებით?
3. რომელი საგნების
შესწავლას გიადვილებს ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება?
4. მომიყევი ცოტა რამ, რა გააკეთე დღეს კლასში?
5. მომიყევი,კონკრეტულად
რაში აისახება ის სიკეთე,რომელიც ტექნოლოგიებით სწავლებას ახასიათებს?
6. თუ შეიძლება დამიხაზე/ დამიხატე შენი სასწავლო სივრცე
და მითხარი, რა გიყვარს და რა არ გიყვარს იქ?
7. აღწერე,რა
გააკეთეთ დღეს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე?
ესტონელ კოლეგასთან შეკითხვები:
1. ციფრული
ტექნოლოგიების სწავლების პროცესში გამოყენების დიდი გამოცდილება გაქვთ.დამწყებთათვის
ხომ არ გექნებაბათ რამე კონკრეტული სახის რჩევა?
2. ტექნოლოგიების
გამოყენების პროცესიც შეიძლება გახდეს ერთფეროვანი და მოსწავლისთვის მოსაბეზრებელი.რა
გვიხსნის ამგვარი პრობლემისაგან?
3. თუ გიფიქრიათ,რა
არის ის არსებითი სიკეთე და შესალებლობა,რომელიც ციფრული სწავლების მონაპოვარია?
4. თუ შეგიძლიათ, დაასახელოთ სასწავლო
დისციპლინა,რომლის სწავლებაში განსაკუთრებულად პოზიტიურ როლს ასრულებს ციფრული საშუალებები? და
პირიქით: ყველაზე ნაკლებად რომელ საგანს უწყობს ხელს?
5. შეგიძლიათ, წინა კითხვის პასუხები
კონკრეტული მაგალითებით ახსნათ?
6. ჩვენთვის ციფრული სწავლების
გამოცდილება თქვენს გამოცდილებაზე ნაკლებ წლებს ითვლის. ხომ არ გვირჩევდით რამეს, რაც
კოლეგების გააქტიურებასა და ამ ტიპის სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მოტივაციას
აღგვიძრავს.
|
პროექტში მონაწილე მასწავლებლებთან (კოლეგებთან) შკითხვები:
1.როგორ
აპირებთ მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას ამ მიმართულებით?
2.რას აპირებთ
იმისათვის, რომ თქვენი ციფრული რესურსები იყოს გამართული მეთოდურად და საინტერესო
მოტივატორი მოსწავლეთათვის?
3. რა პრობლემებს
წააწყდით ციფრული ტექნოლოგიებით სწავლების პროცესში და რა კონკრეტული დახმარება გჭირდებათ
ამ მიმართულებით?
4. რა ნაკლი
აქვს ,თქვენი აზრით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებას?
5. რამდენად
მოარგეთ ტექნოლოგიებით სწავლების პროცესი თქვენი საგნის სპეციფიკას?
6. რა სახის
დახმარებას ელოდებით სასკოლო საზოგადოებისაგან?
7.რა სახის
დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ?რით დაგეხმაროთ?
პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან შეკითხვები:
1. რომელი
საგნის მასწავლებლები იყენებენ საგაკვეთილო პროცესში ციფრულ ტექნოლოგიებს?
2. რა სიხშირით
იყენებენ:
ა) ყოველ გაკვეთილზე; ბ) ზოგიერთ გაკვეთილზე; გ) იშვიათად; დ) თვეში ერთხელ.
3. თქვენი
და თქვენი ამხანაგების ინტერესს რამდენად ზრდის ამ ტიპის საგაკვეთილო პროცესი?
4. კონკრეტულად
რომელი საგნის სწავლება გაგიადვილათ ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლებამ?
5. თქვენი
აკადემიური მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს თუ არა ხელს ამ ტიპის სწავლების დანერგვა
ინტენსიურად?
6. აღწერე, რა
გააკეთეთ დღეს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე?
7. თუ შეიძლება
დამიხაზე/ დამიხატე შენი სასწავლო სივრცე და მითხარი, რა გიყვარს და რა არ გიყვარს
იქ?
|
No comments:
Post a Comment