ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია, ხედვა, ღირებულებები
სკოლის მისია
სწრაფად ცვალებადი სამყაროს ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად აღზარდოს ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოაზროვნე, განათლებული, პატრიოტი, ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი და აქტიური მოქალაქე.
სკოლის ხედვა
სკოლის ხედვაა -- ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების
შესაბამისად, განათლების
ხარისხის გაუმჯობესება;
სწავლა-სწავლების
ახალი მეთოდების
დანერგვაზე მუდმივი
ზრუნვა და სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებული სწავლა-სწავლება; ციფრული
ტექნოლოგიების დანერგვა.21-ე საუკუნის
ათასწლეულის გამოწვევების
შესაბამისი განათლების
უზრუნველყოფა.
სკოლის ღირებულებები:
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და
საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
·
გამჭირვალობა: ჩვენი
საქმიანობა, ხედვები
და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია
ყველა დაინტერესებული პირისათვის,
უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
·
მიუკერძოებლობა: ჩვენ
უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ
მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
·
თანამშრომლობა: ჩვენ
ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან
თანამშრომლობისათვის.
კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ
პრობლემების გადაჭრაზე.
·
ობიექტურობა: ჩვენ
მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს.
დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
·
განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე
დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.