Sunday, October 15, 2023

დირექტორობის კანდიდატის პრეზენტაცია

 

გაეცანით სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატის პრეზენტაციას.

   ზემოთ აღნიშნულ სკოლაში მისი სხვადასხვა პოზიციაზე  გაწეული მუშაობის შეჯამება და მომავლის გეგმები:

პრეზენტაცია

Sunday, September 3, 2023

სკოლის საჭიროებების კვლევა

2023-2024 სასწავლო წელი

სკოლაში ვატარებთ კვლევას სკოლის ფილოსოფიისა და  სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით.

კითხვარი ანონიმურია, თქვენი მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება სკოლის  წინსვლასა და  განვითარებაში.
გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, შევსება დიდ დროს არ მოითხოვს და  სასკოლო საზოგადოების გარდა,  შეუძლია  ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეავსოს.
ველით თქვენს გამოხმაურებას, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით!
იხ. კითხვარის ბმული:

Sunday, July 30, 2023

კვლევა ,,შეფასება განვითარებისთვის"

 

სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს ჩატარდა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით, კვლევა მე-4 და მე-6 კლასელთათვის, ქართულ ენასა და მათემატიკაში.  ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შედეგები საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით  შეფასდა. 

იხილეთ კვლევის შედეგები:



Wednesday, May 3, 2023

სკოლის ფილოსოფია

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია, ხედვა, ღირებულებები

             

სკოლის მისია

 

სწრაფად ცვალებადი სამყაროს ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად აღზარდოს ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოაზროვნე, განათლებული, პატრიოტი, ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი და აქტიური მოქალაქე.

 

სკოლის ხედვა    

 

სკოლის ხედვაა -- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება; სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა და სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებული სწავლა-სწავლება; ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა.21- საუკუნის ათასწლეულის გამოწვევების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა.

 

სკოლის ღირებულებები:

 

სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

·         გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.

·         მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.

·         თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.

·         ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.

·         განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.